აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი
ჭეიშვილს თბილისში ოპერაცია ჩაუტარდა.
ის ორი დღის წინ, ბათუმში მიმდინარე აქციის დაშლის დროს დაშავდა.
მკურნალი ექიმის კოტე მუმლაძის განცხადებით, ამ დროისთვის დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საავადმყოოში შემოსვლისას ჩატარებული კვლევებით მარცხენა ყვრიმალის ძვლის რკალის ფრაგმენტური მოტეხილობა აღენიშნებოდა. ჩაუტარდა ოპრაციული მკურნალობა და ამჟამად მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პაციენი ყბასახის ქირურგიის განყოფილების პალატაში განაგრძობს მკურნალობას“- განაცხადა კოტე მუმლაძემ.
გაცნობებთ, რომ ირაკლი ჭეიშვილს ბათუმში გამართულ აქციაზე პოლიციის ეზოში ნასროლი ქვა მომხვდა, რის შედეგადაც სახის არეში ძვალი დაუზიანდა.
