„რუსთავი 2“-მა სტრასბურგის სასამართლოს უკვე მიმართა
 „რუსთავი 2“-მა სტრასბურგის სასამართლოს უკვე მიმართა
17:54 03.03.2017
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ეროვნულ სასამართლოს უკვე მიმართა.
ამის შესახებ ტელევიზიის იურისტმა თამთა მურადაშვილმა განაცხადა.
მისი თქით, მოთხოვნის მიხედვით, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს გაეგზავნა, „რუსთავი 2“-ის მხარე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2 მარტის გადაწყვეტილების აღსრულების იმ დრომდე შეჩერებას ითხოვს, სანამ სარჩელი არსებითად არ განიხილება.
„ეს არის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ მოთხოვნა, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ვთხოვთ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპულ სასამართლოს, რომ შეაჩეროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2 მარტის გადაწყვეტილების აღსრულება იმ მომენტამდე, სანამ არ იქნება არსებითად განხილული ჩვენი სარჩელი“ - განაცხადა თამთა მურადაშვილმა.
უზენაესმა სასამართლომ ტელეკომპნაია „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გუშინ მიიღო. დიდმა პალატამ „რუსთავი 2“-ის წილების 60% ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს, ხოლო 40% შპს „პანორამას“ მიაკუთვნა.

ბეჭდვა