თბილისში ელექტროშოკური აპარატით თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა
 თბილისში ელექტროშოკური აპარატით თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა
14:40 02.03.2017
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა, უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.
ქალაქ თბილისში, 31 ქარხნის მიმდებარედ, მდინარე მტკვარზე, მოქალაქე ვ.გ. ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით თევზაობდა.
სამართალდამღვევს ჩამოერთვა ელექტროშოკური აპარატი, გასაბერი ნავი და ჩოგანბადე. დაილუქა ხრამულის სახეობის თევზი.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის ორგანოებს.


ბეჭდვა