უზენაესი სასამართლოს წარმომადგენელი მოსამართლეები, რომლებიც დღეს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის
საქმესთან დაკავშირებით იმსჯელებენ, სასამართლოში უკვე იკრიბებიან.
უწყებაში უკვე იმყოფებიან მოსამართლეები ბესარიონ ალავიძე და პაატა ქათამაძე.
ჯერ-ჯერობით უცნობია, რომელ საათზე დაიწყება პროცესი.
ტელეკომპანიის საქმეს დიდი პალატის 9 მოსამართლე განიხილავს. ესენი არიან მზია თოდუა, ნინო გვენეტაძე, ვასილ როინიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე, მაია ვაჩაძე, ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი შავლიაშვილი. საქმის განხილვას მხაარეები არ დაესწრებიან, შესაბამისად ის ზეპირი მოსმენის გარეშე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ სასამართლო პროცესის პარალელურად სასამართლოს შენობასთან „რუსთავი 2“-ის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭრები აქციის გამართვას გეგმავენ. აქცია 12:30 წუთზე დაიწყება.
