გიორგი მარგველაშვილმა 157 მსჯავდრებული შეიწყალა
გიორგი მარგველაშვილმა 157 მსჯავდრებული შეიწყალა
16:00 01.03.2017
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 157 მსჯავდრებული შეიწყალა.
შეწყალებული მსჯავრდებულებიდან 93 პატიმარი სასჯელაღსრულების დაწესებულებას დღესვე დატოვებს დანარჩენებს კი სასჯელი შეუმცირდათ.
93 გათავისუფლებულ მსჯავრდებულს შორის 6 ქალი და ერთი არასრულწლოვანია.
„საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების აქტს მოაწერა ხელი, მან 157 მსჯავრდებული შეიწყალა. ამ 157 მსჯავრდებულიდან 93 მსჯავრდებული საპატიმრო დაწესებულებას დღესვე დატოვებს, ისინი სრულად საპატიმრო სასჯელისგან გათავისუფლდნენ, დანარჩენ 64 მსჯავრდებულს კი სასჯელი შეუმცირდა “- განაცხადა შეწყალების საკითხთა კომიტეტის თავჯდომარემ ზვიად ქორიძემ.
შეწყალების კომისიამ 16-დან 21 თებერვლამდე სულ 890 პირის საქმე განიხილა.

ბეჭდვა