სენაკში დაკარგული ბავშვის მშობლები მეზობელ მამაკაცს ადანაშაულებენ
სენაკში დაკარგული ბავშვის მშობლები მეზობელ მამაკაცს ადანაშაულებენ
13:27 01.03.2017
სენაკში ექვსი დღის წინ დაკარგული 8 წლის ბავშის ოჯახის წევრები ბიჭის გაუჩინარებაში და ფაქტის შეუტყობინებლობაში მეზობელ მამაკას ადანაშაულებენ.
როგორც ახლობლები აცხადებენ, მეზობელ მამაკაცს, რომელიც ჯართის მოგროვებისას მდინარე ტეხურასთან ბავშვთან ერთად იმყოფებოდა, ფსიქიკური პრობლემები აქვს.
დაკარგული ნიკა გაბეჩავას მამის, ერეკლე გაბეჩავას განცხადებით, ბავშვი მოკლეს და მერე გადააგდეს მდინარეში.
„ბავშვი წამოიყვანა, მოკლა და მერე გადააგდო ტეხურაში. მიზეზი არანაირი. მე მინდა რომ დამნაშავე დაისაჯოს“ - განაცხადა ერეკლე გაბეჩავამ.
მდინარის პირას დაკარგული ნიკა გაბეჩავას სამძებრო სამუშაოები ისევ მიმდინარეობს. ძებნის პროცესში მყვინთავებიც ჩაერთვებიან.

ბეჭდვა