ესპანეთში საქართველოს 54 მოქალაქე დააკავეს
ესპანეთში საქართველოს 54 მოქალაქე დააკავეს
11:14 22.06.2012
ესპანეთში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად საქართველოს 54 მოქალაქე დააკავეს. სპეცოპერაცია ერთდროულად ესპანეთის ოთხ ქალაქში - ბარსელონაში, სარაგოსაში, ბურგოსასა და ბილბაოში ჩატარდა.

სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ ქართველებს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობა ედებათ ბრალად.

გამოძიების ინფორმაციით, კრიმინალური დაჯგუფება ესპანეთის 14 ქალაქში ბინების ძარცვით იყო დაკავებული.

ქართველმა ბოროტმოქმედებმა ერთ-ერთი ბინის ძარცვისას ძალა გამოიყენეს და ბინის მეპატრონე აწამეს.

სპეცოპერაციის შედეგად ესპანელმა სამართალდამცავებმა მოპარული ნივთები, მათ შორის სანადირო თოფებიც ამოიღეს.

ბეჭდვა