თბილისში აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ფოსტის შენობასთან ასაფეთქებელი ნივთიერება არ აღმოჩნდა. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ შსს-ს პრესსამსახურის
უფროსმა ზურაბ გვენეტეძემ განუცხადა.
მისი განმარტებით, პოლიციას დაახლოებით 22:00 საათისთვის ფოსტის წინ საეჭვო ნივთის არსებობის შესახებ მოქალაქემ შეატყობინა. ადგილზე შესაბამისი სამსახურები გავიდნენ.
სპეციალისტების მუშაობის შედეგად დადგინდა, რომ ფოსტის წინ აღმოჩენილ საეჭვო ყუთში მხოლოდ საყოფაცხოვრებო ნარჩენები იყო მოთავსებული.
