სვანეთში გერმანელი ტურისტი დაიღუპა
სვანეთში გერმანელი ტურისტი დაიღუპა
12:19 26.02.2017
სვანეთში, თეთნულდზე, უბედური შემთხვევის შედეგად გერმანელი ტურისტი დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, ტურისტთა ჯგუფის ნაწილი აკრძალულ ზონაში გადავიდა, რასაც ზვავის მოწყვეტა მოჰყვა.
ზვავმა ორი ტურისტი ჩაიტანა, რომელთაგანაც ერთის გადარჩენა მოხერხდა, მეორე ტურისტის ცხედარი კი, მაშველებმა რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ იპოვნეს.
ცხედარი ქუთაისშია გადასვენებული სადაც გვამს ექსპერტიზა ჩაუტარდება.
მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

ბეჭდვა