დეკანოზ გიორგი მამალაძეს დღეს დაკითხავენ
დეკანოზ გიორგი მამალაძეს დღეს დაკითხავენ
12:58 24.02.2017
მკვლელობის მცდელობის მომზადების საქმეში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე გამოძიებას ჩვენებას დღეს მისცემს.
პროკურატურის წარმომადგენლები მატროსოვის ციხეში სავარაუდოდ, 15:00 საათზე მივლენ.
როგორც მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, დღესვე აიღებენ ბრალდებულის ხმის ნიმუშებს, რათა ფარული ჩანაწერის ნამდვილობა დადგინდეს.
„აუდიო ჩანაწერები მე რაც მოვისმინე, რასაც გავეცანი იქ მრავალ ადამიანთან აქვს საუბარი რომლებიც მამაოთი იხსენიებენ და სხვადასხვა მრევლის წარმომადგენლებიც არიან და გარკვეული პიროვნებებიც.
მამა გიორგი ზუსტად იტყვის ვინ თხოვა, რომ იარაღი შეენახა. მოგეხსენებათ, მე თვითონ ადვოკატი ვარ და შეიძლება ადამიანმა ახლობელმა მთხოვოს რაღაცა ნივთის შენახვა, დროებით მაინც და ახლა მამაოებს ძალიან ბევრ ადამიანთან აქვთ ურთიერთობა და შეუძლია გაუგოს და დროებით რაღაცაში მიეხმაროს. ამაში მე დანაშაულს ნამდვილად ვერ ვხედავ“- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამალაძე მკვლელობის მცდელობის მომზადებისთვის დაახლოებით ერთი კვირის წინ, აეროპორტში დააკავეს და მას ძლიერ შხამიანი ნივთიერება აღმოუჩინეს.

ბეჭდვა