კონგოელი მეამბოხეები ქართველი სამხედრო მფრინავის სანაცვლოდ მილიონ დოლარს ითხოვენ
კონგოელი მეამბოხეები ქართველი სამხედრო მფრინავის სანაცვლოდ მილიონ დოლარს ითხოვენ
11:10 23.02.2017
კონგოში, მეამბოხეები, რომელთაც ქართველი სამხედრო მფრინავი სოსო ოსურაული ჰყავთ ტყეობაში, მისი გათავისუფლების სანაცვლოდ მილიონ დოლარს ითხოვენ.
იგი თითქმის ერთი თვეა დაკავებულია.
როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ოსურაული ამ ქვეყანაში მათ მიერ არაა წარგზავნილი.
შეგახსენებთ, რომ კონგოს სამხედრო-საჰაერო ძალების ორი შვეულმფრენი მეამბოხეებმა 27 იანვარს ჩამოაგდეს.

ბეჭდვა