მსახიობ გურამ ჯაშს თბილისში, მშრალ ხიდზე თავს დაესხნენ და დააყაჩაღეს.
ჯაშს ტელფონი და გასაღები წაართვეს.
თავდამსხმელებმა მსახიობს თავის არეში რამდენჯერმე ძლიერი დარტყმა მიაყენეს. მას საფეთქლის ძვალი აქვს გატეხილი, რის გამოც ოპერაცია დასჭირდა, რომელიც ინგოროყვას კლინიკაში ჩაუტარდა.
როგორც ექიმი-რეანიმატოლოგი კონსტანტინე მუმლაძე აცხადებს, გურამ ჯაშის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის ამ დროისთვის რეანიმაციაში იმყოფება.
გამოძიება ამ ეტაპზე, სხეულის განზრახ მსუბუქი დაზიანების მუხლით მიმდინარეობს. საქმეზე გურამ ჯაში ჯერ არ დაუკითხავთ.
