ქობულეთში მდებარე გასართობ ცენტრ „ციცინათელაში“ ამ წუთებში პოლიცია იმყოფება.
როგორც ადგილიდან „ნიუსპრესის“ კორესპოდენტი იუწყება, პოლიციას
ტერიტორია დაკავებული აქვს და იქ შესვლის უფლებას არავის აძლევენ.
ცნობილი ხდება, რომ პოლიციამ „ციცინათელას“ ტერიტორიაზე მდებარე „გლობალ ტვ“-ს საწყობი დალუქა, თუმცა, მიზეზებზე ისინი არ საუბრობენ.
„ციცინათელა“ კომპანია მენეჯმენტ სერვისის მართვის ქვეშაა, რომელიც ცოტა ხნის წინ პარტია „ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატების“, „რესპუბლიკური პარტიის“ და „ეროვნული ფორუმის“ სასარგებლოდ უკანონო შემოწირულობისთვის 5 მლნ-მდე ლარით დააჯარიმა. მოგვიანებით სააპელაციომ მას ჯარიმა გაუნახევრა.
ამასთან, პოლიცია ამ წუთებში კომპანია „ელიტა ბურჯის“ თბილისისა და სამტრედიის ოფისებშიც იმყოფება.
