რუსთავში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად 21 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. სავარაუდოდ
გაზის გაჟონვა წყლის გამაცხელებლიდან მოხდა.
გარდაცვლილის გარდა სახლში მისი მეუღლეც იმყოფებოდა. ის ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მკურნალი ექიმის განცხადებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ადგილზე მობილიზებულია როგორც სასწრაფო დახმარება ასევე, კრიმინალური პოლიციაც.
შს სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ობიექტზე უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
