შსს-მ ოცი წლის წინ მომხდარი კვლელობა გახსნა
შსს-მ ოცი წლის წინ მომხდარი კვლელობა გახსნა
16:18 21.06.2012
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1992 წელს მომხდარი მკვლელობა გახსნა.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია მკვლელობისთვის  ბრალდებული, 1963 წელს დაბადებული რამაზ ქანაშვილი.
გამოძიების თანახმად, 1992 წლის 31 მაისს, თემქის დასახლების ტერიტორიაზე, რამაზ ქანაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, გადაჭრილი სანადირო თოფიდან გასროლით გულ-მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა ამავე მისამართზე მცხოვრებ 1962 წელს დაბადებულ ბადრი ვლადიმერის ძე ფარსაღაშვილს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო რამაზ ქარაშვილი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიებას თბილისის მთავარი სამმართველო აწარმოებს.

ბეჭდვა