რუსმა შეიარაღებულმა პირებმა ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს ერთი
მოქალაქე დავით ცერცვაძე დააკავეს, მეორემ კი გაქცევა შეძლო.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ცერცვაძე მეგობართან ერთად, განმუხური-ფიჩორის მიმდებარე ტერიტორიაზე ნადირობდა და მას ე.წ. საზღვარი არ გადაუკვეთავს.
ახლობლების განცხადებითვე, ოკუპანტები გათავისფულების სანაცვლოდ 3 ათას ლარს ითხოვენ.
