საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, მამუკა ახვლედიანს დღეს სასამართლოში დაკითხავენ.
ახვლედიანის განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ საქმე კომპიუტერულ სისტემაში შეღწევას ეხება, მაგრამ ამასთანავე სხვა რაღაცები დგინდება, გამოძიების მიმართ უნდობლობა ჩნდება.
„იმ ჩანაწერს ვინც მოუსმენს, ჩემთან კითხვები არ უნდა ქონდეს. ასევე ამ წესით იმიტომ მოვითხოვე დაკითხვა, რომ როცა სხვა საკითხზე მიმდინარეობს გამოძიება და სხვა რამეს დაადგენ, გამოძიების მიმართ რა ნდობა უნდა გაგიჩნდეს. ის, რასაც პოლიტიკოსები აკეთებენ, ამას პოლიტიკოსები არ ქვია, ეს ყველაფერი არის სირცხვილი. პატივის და ღირსების შელახვის თაობაზე მზადდება ჩემი სარჩელი, რომელიც შევა სასამართლოში და თითოეული ეს ადამიანი პირადად აგებს პასუხს. გამოძიება მიდის კომპიუტერულ სისტემაში შეღწევაზე და ამავე დროს სხვა რაღაცები დგინდება, ამიტომ ცოტა უცნაური და სასაცილოა ეს ყველაფერი“ - აცხადებს ახვლედიანი კურიერთან საუბარში.
მამუკა ახვლედიანი უწყებაში 13:00 საათზე მივა.
საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე კრიმინალურ პოლიციაში უნდა დაეხითხათ, თუმცა მან გამოძიებას უნდობლობა გამოუცხადა და მოსამართლის წინაშე გამოკითხვა მოითხოვა.
საქმე ეხება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და ახვლედიანის საუბრის ჩანაწერების გავრცელებას. ამის თაობაზე სასამართლოში უკვე დაიკითხა გვარამია.
