მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის ხელშეწყობის მიზნით, სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის
თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის თანახმად, მსჯავრდებულებს სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღებ თეორიულ კურსს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის თანამშრომლები შეასწავლიან.
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეთანხმება "გათავისუფლების მომზადების პროგრამის" ფარგლებში გაფორმდა და მსჯავრდებულთა საზოგადოებაში სრულფასოვან წევრებად დაბრუნებას ემსახურება.
სასჯელაღსრულების სამინისტროში აცხადებენ, რომ მსჯავრდებულთათვის მართვის უფლების თეორიული კურსის სწავლება მსჯავრდებულთა უნარ-ჩვევების გამომუშავებას და მართვის თეორიულ სფეროში ცოდნის გამყარებას შეუწყობს ხელს.
