თბილისში, ვაკეში შატბერაშვილის ქუჩაზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა.
ცეცხლსასროლი იარაღიდან BMW-ს მარკის ჯიპს ცეცხლი გაუხსნეს.
როგორც ცნობილია, მანქანაში მყოფთა შორის ინტერპოლის საქართველოს ბიუროს თანამშრომელიც იყო, რომელიც დაიჭრა. მას ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა.
მომხდარის სხვა დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.
საქმეს პროკურატურა იძიებს.
