საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი, კრიმინალურ პოლიციაში
გამოკითხვაზე დაიბარეს.
ახვლედიანი უწყებაში დღეს 18:00 საათზე უნდა დაკითხონ, თუმცა ის გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და სასამართლოში დაკითხვას ითხოვს.
„ტელევიზიით შევიტყვე ჩემს ამბავზე, შესაბამისად მე ნაკლებად ვენდობი ამ ტიპის დამოკიდებულებებს და გამოძიებას და შესაბამისად ერთადერთი გზა არის რომ სასამართლო წესით მოითხოვო და მიეცეს ყველაფერს ოფიციალური ფორმა. ტექსტები რასაც ვსაუბრობ, მე ვსაუბრობ ყველგან, ძალიან ბევრ ადგილზე და ძალიან ბევრ ადამიანთან მისაუბრია. ყველაზე მთავარი რაც არის ფინანსებთან დაკავშირებით, უბრალოდ მართლა წარმოუდგენელია რასთან დაკავშირებით უნდა გადაეხადა ვინმეს რაიმე და რა კავშირი შეიძლება მქონდეს ყველაფერ ამასთან და თუ ვინმე მოუსმენს ტექსტს, იქ საუბარიც კი არ არის ჩემთან ამ საკითხებთან დაკავშირებით. გამორიცხულია, რომ ეს ავთენტური იყოს “-განაცხადა მამუკა ახვლედიანმა „კურიერთა“ საუბარში.
შეგახსენებთ, რომ საქმე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედანის ფარული სატელეფონო საუბრის გავრცელებას ეხება. გვარამიას დღეს სასამართლოში დაკიხავენ.
