პროკუტატურა სასამართლოს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" დაუმონტაჟებელი ანტენების დაყადაღების შუამდგომლობით მიმართავს
პროკუტატურა სასამართლოს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" დაუმონტაჟებელი ანტენების დაყადაღების შუამდგომლობით მიმართავს
15:21 21.06.2012
კომპნია „გლობალ კონტაქტ კონსალტინგისადმი" საქართველოს კონტროლის პალატის მიმართვის მიუხედავად, ცალკეულ პირთა მხრიდან  კვლავ გრძელდება ამომრჩევლებისთვის პოლიტიკური სუბიექტის მხარდაჭერის პირობით, სატელევიზიო ანტენების გადაცემა - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
„საქართველოს პროკურატურა მიიჩნევს, რომ აღნიშნული ქმედება შესაძლოა, შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს. შესაბამისად, არსებობს საკმარისი საფუძველი დაიწყოს გამოძიება“- ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ პროკურატურას ამასთანავე, მიზანშეწონილად მიაჩნია, გამოიყენოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება და გამოძიების დასრულებამდე სასამართლოს შუამდგომლობით მიმართოს შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" მფლობელობაში არსებული, დაუმონტაჟებელი სატელევიზიო ანტენების დროებით დაყადაღების შესახებ.
საქართველოს პროკურატურის განმარტებით, აღნიშნული მიზნად ისახავს შესაძლო დანაშაულის თავიდან აცილებას, ასევე წინაასარჩევნო პროცესების დაცვას შესაძლო დანაშაულებრივი ჩარევისაგან და პოლიტიკური პარტიებისა და მოქალაქეების საარჩევნო უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფას.

ბეჭდვა