თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში დედა-შვილი სავარაუდოდ, ბუნებრივი
აირის გაჟონვის შედეგად დაიღუპა.
როგორც მეზობლები აცხადებენ, დედა-შვილი ბოლო დღეებში არ გამოჩენილა, რის შემდეგაც ნათესავებმა სამაშველო სამსახური გამოიძახეს. მაშველებს კი ისინი გარდაცვლილი დახვდათ.
საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
