ტელეკომპანია „რუსთავი 2“ - ის გენერალურ დირექტორს შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს დაკითხავენ.
კრიმინალურ პოლიციაში ნიკა გვარამია ადვოკატთან ერთად 6 საათისთვის მივა.
გვარამიას უკანონო მოპოვებული ფარული ჩანაწერების შესახებ მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით მოწმის სტატუსით გამოკითხავენ.
სავარაუდოდ, ამ თემასთან დაკავშირებით გვარამია დღეს, 15:00 საათზე ბრიფინგს გამართავს.
