პატრიარქის დაცვა გაძლიერებულია
პატრიარქის დაცვა გაძლიერებულია
09:30 13.02.2017
საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი და საპატრიარქოს წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის დირექტორი, მამა გიორგი მამალაძე დააკავებულია.
ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა ანზორ ჩუბინიძემ ოფიციალურად დაადასტურა.
ჯერ-ჯერობით უცნობია, რა ფაქტთან დაკავშირებითა დააკავეს მამალაძე.
ჩუბინიძის თქმით, გერმანიაში პატრიარქის უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია. ის თავადაც გერმანიაში იმყოფება.
მისივე თქმით, პროკურტატურაში პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, სოსო ოხანაშვილი უკვე დაიკითხა.
„დაცვის გაძლიერების საჭიროება არ იყო თუმცა, ჩვენ მაინც გადავწყვიტეთ, რომ ჩამოვსულიყავით გერმანიაში და გვენახა მისი უსაფრთხოების მდგომარეობა. მე მაინც ვგეგმავდი გერმანიაში ჩამოსვლას და გადავწყვიტე, რომ აქაც მოვსულიყავი და ჩემი თვალით მენახა ვითარება. ვადასტურებ, რომ მამალაძე დაკავებულია, თუმცა ამასთან დაკავშირებით კომენტარი ჯობია შესაბამისმა უწყებებმა გააკეთონ. კარგია, რომ სოსო ოხანაშვილი მიეხმარა გამოძიებას ამ საქმესთან დაკავშირებით. სოსოსთან დაკავშირებით ამ ეტაპზე კითხვები არ არის“- განაცხადა ჩუბინიძემ.

ბეჭდვა