სიმონეთთან ავარიის შედეგად 6 სამხედრო დაშავდა
სიმონეთთან ავარიის შედეგად 6 სამხედრო დაშავდა
11:30 10.02.2017
სიმონეთთან, ავარიის შედეგად მეორე ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის 6 სამხედრო მოსამსახურე დაშავდა.
შემთხვევა დასახლებული პუნქტის ტერიტორიაზე მოხდა. მანქანა, რომელსაც სამხედროები სიმონეთის პოლიგონზე გადაჰყავდა, ტალახში მოსრიალდა და ხეს შეეჯახა.
სამხედროების მდგომარეობა სტაბილურია. ისინი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურანლობენ.



ბეჭდვა