აშს-ში საქართველოს მოქალაქის მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია
აშს-ში საქართველოს მოქალაქის მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია
12:07 21.06.2012
ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მერილენდის შტატის ქალაქ ბალტიმორში საქართველოს მოქალაქე, 23 წლის ბექა ზარდიაშვილი მოკლეს.

ამერიკელი სამართალდამცავების ცნობით, დანაშაული ცივი იარაღით არის ჩადენილი, ზარდიაშვილი ყელგამოჭრილი იპოვეს.

წინასწარი ინფორმაციით, დანაშაული ფერადკანინმა ჩაიდინა. მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

ქართული მხარის ცნობით, მოკლული ბალტიმორის მართლმადიდებელ ეკლესიაში სტიქაროსნად მსახურობდა, იგი აშშ-ი „მწვანე ბარათით“ ცხოვრობდა.

ბეჭდვა