სგპ „სადახლოზე“ არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს
სგპ „სადახლოზე“ არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს
17:09 08.02.2017
საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლოში“ დათვალიერების შედეგად, სიგარეტის უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღკვეთეს.

შემოსავლების სამსახურის პრესცენტრის ინფორმაციით, სგპ „სადახლო-საავტომობილო“, მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული სიგარეტის (ჯამში 5,780 ღერი) ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღიკვეთა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეებს, საქონელი ჩამოერთვათ, ერთ შემთხევაში სატრანსპორტო საშუალება და სანქციის სახით თითოეულს, ფულადი ჯარიმა ათას ათასი ლარის ოდენობით შეეფარდა.


ბეჭდვა