გორში, შინდისის გზატკეცილზე ე.წ. უსინათლოების ბინის ეზოში 51 წლის მამაკაცი მოკლეს.
როგორც ადილობრივები აცხადებენ, ფაქტს წინ შელაპარკება უძღოდა.
გარდაცვლილს სხეულზე ცივი იარაღით მიყენებული მრავლობითი ჭრილობა აღენიშნებოდა. მკვლელობის სხვა დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეჭვმიტანილის ვინაობა ცნობილია. საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
