ბათუმში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს
ბათუმში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს
14:48 07.02.2017
ბათუმში, ე.წ. ბენზეს დასახლებაში საკუთარ სახლში, გარდაცვლილი 47 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

როგორც მეზობლები აცხადებენ, გარდაცვლილი ალკოჰოლზე დამოკიდებული იყო.

მათივე თქმით, მამაკაცი ბოლო 5 დღის განმავლობაში არ უნახავთ.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

ბეჭდვა