თელავში კერძო სახლს ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც 50 წლამდე ასაკის მამაკაცი დაიწვა.
შემთხვევა გვიან ღამით ბახტრიონის ქუჩაზე მოხდა.
ხანძრის ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია, თუმცა სავარაუდოდ, ცეცხლი ელექტროგამათბობლიდან გაჩნდა.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.
