გალში მამაკაცი საკუთარი სახლიდან გაიტაცეს
გალში მამაკაცი საკუთარი სახლიდან გაიტაცეს
15:40 31.01.2017
გალში საკთარი სახლიდან შეიარაღებულმა პირებმა 52 წლის მამაკაცი, გერონტი ცატავა გაიტაცეს.
ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.

როგორც გატაცებულის ოჯახის წევრები აცხადებენ, გამტაცებლებმა მათ გამოსასყიდის სახით 200 ათასი რუსული რუბლი მოსთხოვეს.

„ჩემი ძმა გაიტაცეს, სადაა წაყვანილი არ ვიცი. 200 ათასი რუბლი, რუსული ფული მოგვთხოვეს. დედაჩემს უთხრეს ამდენი მომიტანეთ, თუარადა 10-დან 12 წლამდე პატიმრობა ელის შენს შვილსო“- განაცხადა გატაცებულის დამ.

ბეჭდვა