კახეთში 60 წლის დავით ხოკერაშვილს ეძებენ. ის სახლიდან, რამდენიმე დღის წინ პირუტყვის
მოსაძებნად გავიდა და მას შემდეგ აღარავის უნახავს.
ოჯახის წევრების და ახლობლის ინფორმაციით ხოკერაშვილი დაკარგული პირუტყვის საძებნელად მთის მიმართულებით ოთხშაბათს წავიდა და მას შემდეგ აღარავის უნახავს.
ამის შესახებ ინფორმაციას „ქრონიკა“ ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკარგული მამაკაცის ძებნითი სამუშაოები ინტენსიური რეჟიმში მიმდინარეობს.
სამუშაოებში ჩართული არიან საპატრულო პოლიცია, სამაშველო სამსახური და მონადირეთა ჯგუფები.
