უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მიხეილ უკლება,
საქართველოს კონსული, გია ცერცვაძე, მისი მეუღლე და ადვოკატი უკრაინის სახალხო დამცველს, ვალერია ლუტკოვსკას შეხვდნენ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას სახალხო დამცველმა გია ცერცვაძეს გათავისუფლება მიულოცა და განაცხადა, რომ აღნიშნულ საქმეზე მონიტორინგს ახორციელებდა. როგორც ვალერია ლუტკოვსკამ აღნიშნა, ამ საკითხთან დაკავშირებით კომუნიკაცია მის ქართველ კოლეგასთან, უჩა ნანუაშვილთან ჰქონდა.
შეხვედრაზე ვალერია ლუტკოვსკამ განაცხადა, რომ უკრაინის სახალხო დამცველის აპარატი ქართველი სამხედროს საქმეზე მონიტორინგს კლავაც განაგრძობს.
ქართულმა მხარემ შეხვედრაზე უკრაინის სახალხო დამცველს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნულ საქმეზე მომავალშიც აქტიური თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
