სასაზღვრო პოლიციას დიდი ბრიტანეთის დელეგაცია ეწვია
სასაზღვრო პოლიციას დიდი ბრიტანეთის დელეგაცია ეწვია
17:36 26.01.2017
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი დათო ნიკოლეიშვილი დიდი ბრიტანეთის ეროვნული კრიმინალური სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა სუფსის ერთობლივი საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრსა და დიდი ბრიტანეთის ეროვნული საზღვაო საინფორმაციო ცენტრს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი იყო ტრანსსასაზღვრო და ორგანიზებულ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში ურთიერთდახმარება და გამოცდილების გაზიარება, რაც ზღვაზე უკანონო ქმედებების აღმოფხვრას შეუწყობს ხელს.

ბეჭდვა