უკრაინის გენერალური პროკურორი: უკრაინა გია ცერცვაძეს რუსეთს არ გადასცემს და გაათავისუფლებს
უკრაინის გენერალური პროკურორი: უკრაინა გია ცერცვაძეს რუსეთს არ გადასცემს და გაათავისუფლებს
10:31 26.01.2017
უკრაინის გენერალური პროკურორის, იური ლუცენკოს განცხადებით, ვიცე პოლკოვნიკ გია ცერცვაძის რუსეთში ექსტრადირება არ მოხდება.
მისივე თქმით, რუსეთს მომავალშიც ეტყვიან უარს იმ ადამიანის გადაცემაზე, რომელიც უკრაინასა და საქართველოს რუსული აგრესიისგან იცავდა.
ამის შესახებ ლუცენკომ განცხადება სოციალური ქსელით გაავრცელა.
„გუშინ პირადად ვესაუბრე უკრაინის შეიარაღებული ძალების ქართულ კორპუსს, საქართველოს გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს და საქართველოს ოპოზიციის წარმომადგენელს გივი თარგამაძეს. მათი მოთხოვნა და ასევე საერთაშორისო კონვენციის ანალიზი, გვაძლევს საფუძველს იმისა, რომ გია ცერცვაძე გათავისუფლდეს პატიმრობიდან და მომავალში უარი ვუთხრათ რუსეთის ფედერაციას იმ ადამიანის გადაცემაზე, რომელიც უკრაინასა და საქართველოს რუსული აგრესიისგან იცავდა," - ნათქვამია ლუცენკოს განცხადებაში.

ბეჭდვა