ე.წ. კაბელების საქმეზე განაჩენი ხვალ გახდება ცნობილი
ე.წ. კაბელების საქმეზე განაჩენი ხვალ გახდება ცნობილი
16:59 25.01.2017
სააპელაციო სასამართლო ე.წ. კაბელების საქმეზე განაჩენს ხვალ, 26 იანვარს გამოაცხადებს.
საქმე ეხება თავდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებულ ე.წ. კაბელების პროექტს, რომლისთვისაც 2013 წელს სახელმწიფოს სარეზერვო ფონდიდან 6 720 877 ლარი გამოიყო. პროკურატურის მტკიცებით, აღნიშნული პროექტის განხორციელებისათვის მხოლოდ 2 618 005 ლარი იყო საჭირო. სწორედ ამ რიცხვებს შორის სხვაობის - 4 102 872 ლარის გაფლანგვას ედავება პროკურატურა უკვე მსჯავრდებულ 5 პირს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმეზე თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილი მაღალჩინოსანი 2016 წლის 16 მაისს ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაში დამნაშავედ სცნო და სასჯელად თავისუფლების 7 წლით აღკვეთა მიუსაჯა.

ბეჭდვა