ისრაელში საქართველოს მოქალაქეები არ შეუშვეს
ისრაელში საქართველოს მოქალაქეები არ შეუშვეს
15:14 24.01.2017
ისრაელში საქართველოს 23 მოქალაქე არ შეუშვეს, ისინი სადეპორტო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკის“ ცნობით მესაზღვრეებს გაუჩნდათ ეჭვი, რომ მოქალაქეები არალეგალურად აპირებდნენ ისრაელში დარჩენას.
ერთ-ერთი მგზავრის ოჯახის წევრის განცხადებით, სადეპორტო დაწესებულებაში გადაყვანილებს არც წყალი აქვთ და არც საკვები.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი, კონსული ნებართვის მიღებას ცდილობს, რომ საქართველოს მოქალაქეები მოინახულოს.
მათ უკან 26 იანვარს დააბრუნებენ.

ბეჭდვა