უზენაეს სასამართლოში ანალიტიკურ განყოფილებათა სამუშაო შეხვედრა გაიმართა
 უზენაეს სასამართლოში ანალიტიკურ განყოფილებათა სამუშაო შეხვედრა გაიმართა
12:32 24.01.2017
უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილებისა და ევროკავშირის პროექტის-მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა- ინიციატივით და ორგანიზებით, სასქართველოს უზენაეს სასამართლოში, სასამართლო სისტემის სხვადასხვა ინსტანციების ანალიტიკური განყოფილებების წარმომადგენლთა სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა, რომელსაც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი სკოლის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ზემოხსენებულ უწყებებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესებისა და ერთიანი საინფორმაციო მონაცემთა ბაზის შექმნის საკითხი განიხილეს, რომლშიც სამართალწარმოებასთან დაკავშირებული ანალიტიკური ინფორმაცია (მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასმართლოს გადაწყვეტილებების შესახებ) იქნება თავმოყრილი. ხსენებული ბაზის შექმნა, ხელს შეუწყობს მოსამართლეთა და მათი თანაშემწეებისთვის სასამართლო სისტემაში არსებული მონაცემებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. სამუშაო შეხვედრებს რეგულარული ხასიათი მიეცემა.


ბეჭდვა