იტალიაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
იტალიაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
16:53 23.01.2017
იტალიის ქალაქ ბარში საქართველოს მოქალაქის ცხედარი იპოვეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარი ფაქტი რომში საქართველოს საელჩომ დაადასტურა.

უწყების ცნობითვე, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

როგორც იტალიური მედია წერს, შუახნის მამაკაცის ცხედარი, რომელსაც ზურგის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობა აღენიშნება, ქალაქის ერთ-ერთ სკვერში აღმოაჩინეს.


ბეჭდვა