76 წლის ქალბატონის განსაკუთრებული სისატიკით მკვლელობასა და მისი სხეულის
ორგანოების სხვაგვარად გამოყენებაში ბრალდებული შვილი- ირმა ყოჩიაშვილი თავს დამნაშავედ სრულად ცნობს, ხოლო მისი მეგობარი ბიჭი ბექა შენგელია ნაწილობრივ.
როგორც სასამართლო პროცესზე შენგელიამ აღნიშნა, ის ბრალდებას, რომ დანაშაული განსაკუთრებული სისასტიკით მოხდა, არ ეთანხმება.
„თავს ნაწილობრივ უდანაშაულო ვცნობ. დანაწევრება მოხდა გვამის გადაადგილების მიზნით და არა რაიმე რიტუალისთვის, როგორც ამას აჟღერებენ. ამიტომაც, არ ვთვლი, რომ ეს იყო განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი. სასტიკი ქმედებაა, როდესაც ადამიანს გაგუდავ, მაგრამ არა განსაკუთრებული", - განაცხადა ბრალდებულმა.
