სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეორგოლზე, რომელშიც ძაღლების ორთაბრძოლაა
ასახული, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
საქმე 259 მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა. მუხლი ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს, რამაც ცხოველის სიცოცხლის მოსპობა ან დასახიჩრება გამოიწვია.
ცნობისთვის, სოციალურ ქსელში ძაღლების ორთაბრძოლის ამსახველი ვიდეო გავრცელდა. მას საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა. გადაღების სავარაუდო ადგილი სვანეთია.
