გვარამიაზე თავდასხმისთვის დაკავებულ რატი გაჩეჩილაძეს ბრალი წაუყენეს
გვარამიაზე თავდასხმისთვის დაკავებულ რატი გაჩეჩილაძეს ბრალი წაუყენეს
15:11 09.01.2017
“რუსთავი 2”-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიაზე განხორციელებულ თავდასხმაში ბრალდებულ რატი გაჩეჩილაძეს ბრალი წარედგინა.
გვარამიას მხარის მოთხოვნა მუხლის გადაკვალიფიცირების შესახებ არ დაკმაყოფილდა და გაჩეჩილაძე ბრალდებულად სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით ცნეს, რაც ძალადობას გულისხმობს.
გაჩეჩილაძის ადვოკატის თქმით, დაკავებული თავდასხმას აღიარებს, თუმცა დასძენს, რომ დაპირისპირების პროვოცირება გვარმიამ და მისმა მეგობრებმა მოახდინეს.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას უცნობმა პირებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
შემთხვევა 7 იანვრის საღამოს, ფალიაშვილის ქუჩაზე მოხდა.

ბეჭდვა