ნიკა გვარამიას ცემაში ბრალდებული რატი გაჩეჩილაძე დაკავებულია
ნიკა გვარამიას ცემაში ბრალდებული რატი გაჩეჩილაძე დაკავებულია
12:48 08.01.2017
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ცემაში ბრალდებული რატი გაჩეჩილაძე დაკავებულია.
ის ამჟამად ქალაქის სამმართველოში, წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.
რატი გაჩეჩილაძე აღიარებს, რომ ნიკა გვარამიაზე თავდასხმა მან განახორციელა.
„რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორს თავს ერთ-ერთ კაფეში წუხელ დაესხნენ.
ცემის შემდეგ მას ქალა-ტვინის დახურული ტრამვა, ტვინის შერყევა და სხეულის რბილი ქსოვილების დაზიანება დაუდგინდა.

ბეჭდვა