გიგი უგულავამ შესაძლოა საპატიმრო დღეს დატოვოს
გიგი უგულავამ შესაძლოა საპატიმრო დღეს დატოვოს
17:12 06.01.2017
თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა სასჯელაღსრულების დაწესებულებას უახლოეს მომავალში დატოვებს.
სასამართლომ „თბილსერვისის“ ეპიზოდის გადაკვალიფიცირება მოახდინა და მას პატიმრობა 1 წლით სამი თვითა და 22 დღით განესაზღვრა. ყოფილ მერს პატიმრობის ვადა უკვე მოხდილი აქვს.
„სასამართლომ გიგი უგულავას სასჯელად დაუნიშნა 1 წელი და 9 თვე, რასაც 1/4 მოაკლდა- რჩება 1 წელი, სამი თვე და 22 დღე. გიგი სასჯელს იხდის 2015 წლის 18 სექტემბრიდან. მისჯილი სასჯელის ვადა ორშაბათს, 9 იანვარს გადის. კანონის თანახმად, თუ სასჯელის მოხდის ვადის დღე ემთხვევა უქმეს, პირი უნდა გათავისუფლდეს წინა სამუშაო დღეს. ვინაიდან 9-ის წინა დღეები უქმეებია, გიგი უგულავა დღეს უნდა გათავისუფლდეს“-განაცხადა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.

ბეჭდვა