წყლით სავსე ორმოში მამაკაცის ცხედარი იპოვეს
წყლით სავსე ორმოში მამაკაცის ცხედარი იპოვეს
15:40 04.01.2017
კორცხელში 70 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი წყლით სავსე ორმოში იპოვეს.
შსს-ს ინფორმაციით, პირველადი დათვალიერების შედეგად ცხედარზე ძალადობის კვალი არ აღინიშნება.
გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ინფორმაციას "რუსთავი2" ავრცელებს.
ბეჭდვა