ხანძრის შედეგად რუსთავში 84 წლის ქალბატონი გარდაიცვალა. შემთხვევა ლეონიძის ქუჩაზე
მოხდა.
მეზობლების ვარაუდით, ცეცხლი საეკლესიო სანთლიდან გაჩნდა.
„ამბობენ, რომ სანთელს ანთებდა ხოლმე-ჩაეძინა და გავრცელდა ცეცხლი. კვამლი გამოდიოდა სახლიდან. ამით გაიგუდებოდა...“-განაცხადა ერთ-ერთმა მეზობელმა.
