პრეზიდენტმა 175 მსჯავრდებული შეიწყალა
პრეზიდენტმა 175 მსჯავრდებული შეიწყალა
12:21 27.12.2016
საქართველოს პრეზიდენტმა 175 მსჯავრდებული შეიწყალა. მათგან 14 ქალია.
აღნიშნულის შესახებ შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ რამდენიმე წუთის წინ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„საქართველოს პრეზიდენტმა 175 მსჯავრდებული შეიწყალა. მათგან 122 სასჯელაღსრულების დაწესებულებებს დღესვე დატოვებს. 53 მსჯვარდებულს კი შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა“-განაცხადა ზვიად ქორიძემ.
როგორც ზვიად ქორიძემ აღნიშნა, კაბელების საქმეზე დაკავებულების საქმე არ განხილულა, რადგან მსჯავრდებულთა მხრიდან მომართვა არ ყოფილა.

ბეჭდვა