შსს-ს ინფორმაციით, მამუკა ჯიბლაძე რამდენიმე ადგილას სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს
შსს-ს ინფორმაციით, მამუკა ჯიბლაძე რამდენიმე ადგილას სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს
17:40 18.06.2012
შსს-ს ინფორმაციით, გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომელი მამუკა ჯიბლაძე რამდენიმე ადგილას სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

სხვა დეტალებზე სამინისტროში არ საუბრობენ, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, იგი 17 ივნისს ღამის საათებში, საბურთალოზე, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე იქნა დაფიქსირებული სასტუმროს კამერების მიერ.

სამინისტროში აცხადებენ, რომ ჯიბლაძე ჯერ ნაპოვნი არ არის, თუმცა, მუშაობა ამ მიმართულებით აქტიურად გრძელდება.

მათემატიკოსი მამუკა ჯიბლაძე, რომელიც გამოცდების ცენტრში კვლევის დეპარტამენტის ხელმძღვანელად მუშაობდა, მიმდინარე წლის 11 ივნისს გაუჩინარდა. იგი ამ დღეს 14:00 საათისთვის სახლიდან გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილ ხელმძღვანელთან მაია მიმონიშვილთან შესახვედრად გავიდა, თუმცა, დანიშნულების ადგილამდე არ მისულა. გაუჩინარებასთან დაკავშირებით მისმა ახლობლებმა პოლიციას მიმართეს.

ბეჭდვა