შსს მამუკა ჯიბლაძის გაუჩინარებასთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას არ ფლობს
შსს მამუკა ჯიბლაძის გაუჩინარებასთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას არ ფლობს
15:37 18.06.2012
გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომლის მამუკა ჯიბლაძის გაუჩინარებასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯერჯერობით ახალ ინფორმაციას არ ფლობს.  ამის შესახებ „ნიუსპრესს“ სამინისტროს ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა შოთა ხიზანიშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, სამინისტრო ამ მიმართულებით მუშაობას აგრძელებს, თუმცა, ამ დროისთვის ახალი არაფერია.

მათემატიკოსი მამუკა ჯიბლაძე, რომელიც გამოცდების ცენტრში კვლევის დეპარტამენტის ხელმძღვანელად მუშაობდა, მიმდინარე წლის 11 ივნისს გაუჩინარდა. იგი ამ დღეს 14:00 საათისთვის სახლიდან გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილ ხელმძღვანელთან მაია მიმონიშვილთან შესახვედრად გამოვიდა, თუმცა, დანიშნულების ადგილამდე არ მისულა. გაუჩინარებასთან დაკავშირებით მისმა ახლობლებმა პოლიციას მიმართეს.

მამუკა ჯიბლაძე დაახლოებით 50 წლისაა და იგი სახლში დედასთან ერთად ცხოვრობდა. მან გამოცდების ეროვნული ცენტრი იმ 60 თანამშრომელთან ერთად დატოვა, რომლებიც სამსახურიდან პროტესტის ნიშნად, ცენტრის ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების გამო წამოვიდნენ.


ბეჭდვა