ესპანეთში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების 50-მდე წევრი დააკავეს
ესპანეთში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების 50-მდე წევრი დააკავეს
11:15 30.11.2016
ესპანეთში მასშტაბური სპეცოპერაციის დროს ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების 50-მდე წევრი დააკავეს.
ეჭვმიტანილებს ბრალად ედებათ ასობით ბინის ძარცვა, ძვირფასეულობისა და საათების მოპარვა.
საქართველოს მოქალაქეებთან ერთად დაკავებულია ესპანეთის რამდენიმე მოქალაქეც, რომლებიც მათ ძვირფასეულობის გაყიდვაში ეხმარებოდნენ. პოლიცია დაჯგუფების ლიდერს ეძებს, რომელიც დაუზუსტებელი ინფორმაციით, იტალიაში გაიქცა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავების ოპერაციაში, ესპანური მხარის გარდა, მონაწილეობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშე ესპანეთში და საფრანგეთის პოლიცია.

ბეჭდვა